Accentnews.ge
პაპუაშვილმა "MEGOBARI აქტზე" საპასუხო განცხადების მიღება დააანონსა

პაპუაშვილმა "MEGOBARI აქტზე" საპასუხო განცხადების მიღება დააანონსა

13/05/2025 11:01:07 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "MEGOBARI აქტზე" საპასუხო განცხადების მიღება დააანონსა.

განცხადების მიღება 14 მაისს იგეგმება, საკითხზე მომხსენებელი შალვა პაპუაშვილი იქნება.

“დღეს საზოგადოებამ აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ პრემიერ-მინისტრის წერილი ნახა, რომელიც მათ შორის „MEGOBARI აქტს“ ეხება. ამავე დროს პარლამენტში ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფების მონაწილეობით პარლამენტის განცხადება მომზადდა, რომელიც ამ ე,წ. „MEGOBARI აქტს" ეხება. განცხადებაში მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, განცხადების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

"ინიციატორები გახლავართ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ პარლამენტის სახელით არის ინიცირებული. მე ვიქნები მომხსენებელი ამ საკითხზე და განხილვები ხვალ შედგება პარლამენტში, როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე”, -განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: 6 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.

კანონპროექტის მხარდამჭერი კონგრესმენიდან 168 რესპუბლიკელია, ხოლო 181 – დემოკრატი. მოწინააღმდეგეთაგან კი - 34 რესპუბლიკელია და 8 – დემოკრატი.

აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად 433 კონგრესმენია, მათგან 220 რესპუბლიკელია და 213 – დემოკრატი. კანონის მისაღებად 218 ხმა არის საკმარისი.

შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.

„MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: ღარიბაშვილი, კობახიძე, კალანდარიშვილი, თურნავა და კიდევ 34 პირი – უილსონი „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას აქვეყნებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S