
შსს: უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გავაძევეთ
19/05/2025 07:16:13 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე გააძევეს.
უწყების ცნობით, მათმა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ",- აცხადებენ შსს-ში.
რელიზის მიხედვით, საქართველოდან გააძევეს: ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ირანის, ბანგლადეშის, ერაყის, რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის - ჯამში 33 მოქალაქე.
გაძევების მიზეზი არ არის დაზუსტებული, თუმცა რელიზში ზოგადი განმარტების სახით არის მითითებული, რომ "მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციაა, საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება”.
დარახველიძე: უხეში დათვლებით, ქვეყანაში 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021