Accentnews.ge
კობახიძე: გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას

კობახიძე: გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას

19/05/2025 06:20:18 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 2024 წლის 17 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუმინეთმა დაბლოკა. მოგვიანებით, ეს ცნობა რუმინეთმა უარყო.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, პროევროპელმა ლიბერალმა პოლიტიკოსმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S