"ევროპული საქართველო" პოლიტიკურ ბოიკოტს წყვეტს

21-03-2020 15:28:56 პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" პოლიტიკურ ბოიკოტს წყვეტს, შედის პარლამენტში და მხარს დაუჭერს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. განცხადება პარტიაში გაკეთდა.

„კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონეს ყველა ის ბერკეტი, რომელიც საჭიროა ქვეყანაში აუცილებელი ღონისძიებების გასატარებლად და ვირუსის დასამარცხებლად. ამავე დროს, ყველას გვეკისრება ჩვენი პასუხისმგებლობა და დღეს არის დრო, რომ პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ერთიანობა ამ საქმესთან ბრძოლაში და ყველამ შეიტანოს საკუთარი წვლილი, ვისაც რა შეგვიძლია, კორონავირუსის, ჩვენი მთავარი მტრის დამარცხებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ევროპული საქართველო“ დღეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადად, არღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, რომელიც იცით რომ გრძელდება. ჩვენ ვაპირებთ, შევიდეთ პარლამენტის სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. თუმცა მინდა აქვე განვმარტო, ყველამ ვიცით, რომ საგანგებო მდგომარეობას აქვს გარკვეული შეზღუდვები, მას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან მძიმე და არასასურველი გვერდითი ეფექტები, ამიტომ ნეგატიური პროცესების მინიმიზაციისთვის, ჩვენი ხედვით საგანგებო მდგომარეობა უნდა მკაფიოდ აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს - უნდა იყოს ვადაში გაწერილი და უნდა იყოს ჩამოთვლილი კონკრეტული ღონისძიებები, რა ფორმით და რა პირობებში ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. ამ ორი კრიტერუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საგანგებოს გამოცხადებას და მივცეთ ხელისუფლებას ყველა ის ბერკეტიმ რომელიც მას სჭირდება კოონავირუსთან საბრძოლსველად,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის: მთავრობის წინადადებით პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

რა შეზღუდვებს ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები