ევროკავშირმა სტაბილურობისა და ზრდის პაქტის მოქმედება შეაჩერა

24-03-2020 14:23:33 ევროპა

ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭომ სტაბილურობისა და ზრდის პაქტის მოქმედება შეაჩერა. ამ მიზნით გამოყენებულ იქნა დათქმა პაქტიდან შესაძლო გასვლის თაობაზე. ხსენებული პაქტი ევროზონის საბაზისო დოკუმენტია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებს, საკუთარი ბიუჯეტები დადებითი ან ნულოვანი სალდოთი დაგეგმონ. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასაშვებია საბიუჯეტო დეფიციტი, თუმცა იგი არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს. გარდა ამისა, პაქტით გათვალისწინებულია ისიც, რომ სახელმწიფო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 60%-ს.

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ «მტკიცედ იღწვიან ევროზონის მიმდინარე პრობლემების სწრაფად გადასაწყვეტად, ნდობის აღსადგენად და სწრაფი აღდგენითი პროცესის მხარდასაჭერად”.

ევროზონაში ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 19 შედის. ვალუტა ევრო ასევეა მიმოქცევაში რიგ ქვეყნებში ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. ადრე პაქტის დამრღვევ ქვეყნებს შეიძლებოდა, სანქციები დასწესებოდათ მსხვილი ჯარიმების სახით, - ნათქვამია გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” პუბლიკაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები