
"სამგზავრო ავიაბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს"
25/03/2020 09:39:15 საგარეო პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად დაგეგმილი რეისებისა და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია წინასწარ განთავსდება როგორც საგარეო უწყების, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია "აირზენას" ვებ–გვერდზე.
"პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის ხაზს ვუსვამ, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ბიზნეს, თუ ეკონომკლასი, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული და რა თქმა უნდა გაკონტროლდება. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 –დღიან სავალდებულო კარანტინს", - განაცხადა ზალკალიანმა.
უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად 5 ჩარტერული რეისი შესრულდება