Accentnews.ge
რუსეთი რიგ ქვეყნებს განმარტებებს სთხოვს, საქართველოსა და უკრაინას კი მოუწოდებს, „თავი არ შეიწუხონ"

რუსეთი რიგ ქვეყნებს განმარტებებს სთხოვს, საქართველოსა და უკრაინას კი მოუწოდებს, „თავი არ შეიწუხონ"

03/04/2020 07:36:46 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკა რუსული რეზოლუციის პროექტი სანქციების მოხსნის შესახებ, რაც ხელს უშლის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის ვებგვერდზე.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის გარდა, რეზოლუციას 28 თანაავტორი ჰყავდა. მოსკოვი მოუწოდებს იმ ქვეყნებს, ვინც რეზოლუციის პროექტი დაბლოკა, წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.

რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, რუსი დიპლომატები აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებმა „თავი არ შეიწუხონ, რადგან მათი პოლიტიზირებული არგუმენტები არაფრის მომცემია“.

იხილეთ ასევე: აშშ-მა, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, უკრაინამ და საქართველომ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S