
აფხაზეთში კორონავირუსის შესახებ ფეიქების გამავრცელებლებისთვის ჯარიმები დაწესდა
10/04/2020 08:23:50 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა დეკრეტს დამატებითი შემზღუდავი ზომების შემოღებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ პირთათვის, რომლებიც მასმედიასა და სოცქსელებში COVID-19-ის შესახებ ცრუ ინფორმაციებს გაავრცელებენ.
რიგითი მოქალაქეებისთვის ჯარიმის ოდენობა 15 000 რუსული რუბლითაა განსაზღვრული, სახელმწიფო მოხელეებისთვის – 30 000 რუბლით, იურიდიული პირებისთვის – 50 000 რუბლით.
რაც შეეხება შემზღუდავი ზომების დამრღვევებს, პირველ ჯერზე რიგითი მოქალაქეები გაფრთხილებას მიიღებენ, ქმედების განმეორების შემთხვევაში 3 000 რუსული რუბლით დაჯარიმდებიან, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კი – 5000 რუბლით.
10 ათასი რუბლით დაჯარიმება ემუქრებათ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ კორონავირუსზე ეჭვთან დაკავშირებით იმყოფებიან.
COVID-19-ით ინფიცირებულებს კი, რომლებიც იზოლაციის რეჟიმს დაარღვევენ, 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
• ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, აღრიცხულია კვლავინდებურად 2 ინფიცირებული.
იხილეთ ასევე: აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე სამხედრო ჰოსპიტალი მოეწყო
აფხაზ მედიკოსებს პაციენტების პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობა შეახსენეს