
მედია – რუსი სამხედროები ყირიმიდან აფხაზეთში გადაჰყავთ
17/04/2020 11:17:03 კონფლიქტები
ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მყოფი რუსი სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავლენ, – იუწყება რუსული მედია.
მისივე ცნობით, 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონა ოკუპირებული აფხაზეთისკენ უკვე მიემართება.
• ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა, აღრიცხულია კვლავინდებურად 2 ინფიცირებული.
იხილეთ ასევე: აფხაზეთში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე სამხედრო ჰოსპიტალი მოეწყო
აფხაზ მედიკოსებს პაციენტების პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობა შეახსენეს