
ჰარცელი რუსეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა, სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს
17/04/2020 18:20:38 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი რუსეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა, სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.
"მოვუწოდებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ "ბორდერიზაცია" და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა, სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს",- წერს ჰარცელი სოცილაურ ქსელში.
დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს.