Accentnews.ge
მელიას თქმით, შსს-ს თანამშრომლები ღრეობას აწყობენ, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან

მელიას თქმით, შსს-ს თანამშრომლები ღრეობას აწყობენ, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან

20/04/2020 06:20:13 პოლიტიკა, სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ მკვლელობას ეხმიანება და აცხადებს, რომ „კომენდატის საათის“ დროს შსს-ს თანამშრომლები ღრეობას აწყობენ, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.

„კომენდანტის საათია. ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.

და მერე რა ხდება?

როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს. კლავს მოხუცი დედის თვალწინ.

ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“, - წერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სუა ხნის ქალს, რომელიც შინ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ტყვია შუბლის არეში მოხვდა.

იხილეთ ასვეე: გასროლის ფაქტზე, რის შედეგადაც შუახნის ქალი დაიღუპა, პოლიციელი დააკავეს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S