Accentnews.ge
დავით ზალკალიანი: "რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობა არ გაიხსნება"

დავით ზალკალიანი: "რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობა არ გაიხსნება"

21/04/2020 16:13:35 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხს არ განიხილავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხად, მან განმარტა, რომ ამ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ხოლო სავაჭრო საკითხების განხილვა შესაძლებელია, პრაღის ფორმატსა და შვეიცარიის საელჩოებში ორი ქვეყნის ინტერესთა სექციების ჩართულობით.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის კომენტარებისას ზალკალიანმა შემდეგი განაცხადა:

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზეც კომენტარი არაერთხელ გაკეთებულა. საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე“.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტა რუსეთის გადაწყვეტილება იყო და საქართველო მხოლოდ მიესალმება, თუ რუსეთი გადაწყვეტილებას შეცვლის.

იხილეთ ასევე: მოსკოვი მზადაა, თბილისთან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის საკითხზე იმსჯელოს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S