Accentnews.ge
„მოსკოვის სავაჭრო წარმომადგენლობები სინამდვილეში აგენტურული ქსელია და მისი საქართველოში გახსნა ქვეყნისთვის მთავარი საფრთხეა“

„მოსკოვის სავაჭრო წარმომადგენლობები სინამდვილეში აგენტურული ქსელია და მისი საქართველოში გახსნა ქვეყნისთვის მთავარი საფრთხეა“

24/04/2020 10:00:53 საგარეო პოლიტიკა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ მოსკოვის სავაჭრო წარმომადგენლობები სინამდვილეში აგენტურული ქსელია და მისი საქართველოში გახსნა ქვეყნისთვის ძალიან საშიში იქნება.

„ათწლეულების განმავლობაში მოსკოვის სავაჭრო წარმომადგენლობები სამართლიანად ატარებენ აგენტურული ქსელის სახელს. ქვეყანაში მსგავსი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოსთვის მთავარი საფრთხეა“, – განუცხადა ჰერბსტმა „აქცენტს“.

რაც შეეხება ოკუპანტების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების ფაქტს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ დასავლეთს რუსეთისთვის ამ უწყვეტი ოკუპაციის გამო სანქციები რომ დაეწესებინა, ეს უკანონო ქმედებები შეჩერდებოდა.

„მოსკოვის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დასავლეთს რუსეთისთვის ამ უწყვეტი ოკუპაციის გამო სერიოზული სანქციები რომ დაეწესებინა, ეს უკანონო ქმედებები შეჩერდებოდა“, – დასძინა ჰერბსტმა.

ცნობისთვის: 21 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის საკითხზე იმსჯელოს, თუკი თბილისიდან მსგავსი წინადადება წამოვა.

მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხს არ განიხილავს. მისი თქმით, ამ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ხოლო სავაჭრო საკითხების განხილვა შესაძლებელია, პრაღის ფორმატსა და შვეიცარიის საელჩოებში ორი ქვეყნის ინტერესთა სექციების ჩართულობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S