Accentnews.ge
ხელფასების ზრდის დაპირება რიგ შემთხვევებში გაუქმდა, რიგ შემთხვევებში გადაიდო

ხელფასების ზრდის დაპირება რიგ შემთხვევებში გაუქმდა, რიგ შემთხვევებში გადაიდო

24/04/2020 11:27:55 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რიგ შემთხვევებში ხელფასების ზრდის დაპირება გაუქმდა ან გადაიდო. თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ უწყებებს შეეხოთ მსგავსი გადაწყვეტილება.

„პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა წელს ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული გვაქვს. ამაზე ადრე ვილაპარაკე და დღეს აღარ გავიმეორე. ჩვენ წელს ბევრი დაანონსებული, მათ შორის ხელფასის ზრდაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და საბიუჯეტო შემოსავლებიდან გამომდინარე გავაუქმეთ, გადავდეთ. ასეთი რამოდენიმე გავაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტს სერიოზული პრობლემები შეექმნება შემოსავლების ნაწილში, პენსიონერების ნაწილში ვალდებულება, რომელიც აღებნული გვაქვს, შენარჩუნდება",– განაცხადა გახარიამ.

პენსიის ზრდის ერთი ეტაპი ზაფხულშია დაანონსებული, ხოლო როგორც დღეს ითქვა, 2021 წლიდან, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 20 ლარი, 70 წელზე ზემოთ კი 25 ლარით გაიზარდება.

იხილეთ ასევე: ვინ რა სახის დახმარებას მიიღებ პანდემიის პირობებში – ე.წ. ზრუნვის პაკეტი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S