Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

08/05/2020 07:20:33 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს “იუგოოსპოტრებნადზორის” თავმჯდომარის მოადგილემ მარინა კოჩიევამ განაცხადა.

«ხუთშაბათს გამოკვლეული 64 პირიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა. ამგვარად, სულ სადღეისოდ რესპუბლიკაში 15 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს», - განაცხადა მარინა კოჩიევამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ელიან კიდევ 37 ტესტის შედეგებს. «კარანტინში 244 ადამიანი იმყოფება, მათგან 160 რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან ჩამოსული სტუდენტია, 6 – მძღოლი, 78 – საკუთრივ ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნებული მოქალაქე», - განმარტა კოჩიევამ.

იხილეთ ასევე: მწიფდება თუ არა კორონა-კატასტროფა ცხინვალის რეგიონში?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S