Accentnews.ge
ოპოზიცია მმართველ გუნდს ოქრუაშვილის განაჩენის თაობაზე ელჩების განცხადებებს ახსენებს

ოპოზიცია მმართველ გუნდს ოქრუაშვილის განაჩენის თაობაზე ელჩების განცხადებებს ახსენებს

11/05/2020 08:34:01 პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტყუილი - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი არ არის.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, ოქრუაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შემდეგ ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ შეთანხმებაში საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად პოლიპატიმრებზეც საუბარი იყო.

„არსებობდა ჩარჩოები, მოლაპარაკების თემები და შეთანხმებები, ამ ფარგლებში პოლიტპატიმრებს უნდა დაეტოვებინათ საპყრობილეები. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ პირველ მოსმენამდე ეს შეთანხმება დაიცვას და პოლიტპატიმრებმა დატოვონ საპყრობილეები. ვიმეორებ, ეს იქნება კარგი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებიც განვითარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ გადაიხდის მძიმე პოლიტიკურ ფასს, ბიძინა ივანიშვილი კი მაინც წავა ხელისუფლებიდან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

შეთანხმებაში პატიმრების გათავისუფლების საკითხის არსებობაზე პარტია „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემაც ისაუბრა:

„ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი, რომ ნუ გამოცდიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ხალხის მოთმინებას, შეასრულონ ის პირობა, რაც 8 მარტს გაფორმებული შეთანხმებით აიღეს. პოლიტიკური პატიმრების არსებობას საქართველოში ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის და პარტნიორი ქვეყნის ანგარიში, შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამ შეთანხმებას პატივი სცეს ქართულმა ოცნებამ“ და არ ჩაიდინოს გადაგდების მორიგი აქტი, ვინაიდან ეს ქართულ დემოკრატიას მიაყენებს უდიდეს ზიანს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

ენმ–ში ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების უზურპაციას გეგმავს, ამ მიზნით 8 მარტის შეთანხმების შესრულება არ სურს და იმევდროულად ცდილობს, ეს ოპოზიციას გადაბრალდეს.

"ცულელი არავინ არ არის. ელჩები ახალს ვერაფერს იტყვიან, რადგან უკვე ყველაფერი ნათქვამია, რა პირობებზე იყო შეთანხმება და ეს შეთანხმება უნდა სესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმები ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება",– განაცხადა სალომე სამადავილმა.

იხილეთ ასევე: "ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას"

აშშ–ის საელჩოში მიიჩნევენ, რომ ოქრუაშვილის დაკავება ოპოზიციისა და "ოცნების" შეთანხმებას ჩრდილს აყენებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S