Accentnews.ge
ჩუგოშვილი – პრემიერს: „მასკარადი კი არა, სირცხვილია!“

ჩუგოშვილი – პრემიერს: „მასკარადი კი არა, სირცხვილია!“

22/05/2020 09:11:54 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებას პასუხობს „პოლიტიკური მასკარადის“ შესახებ და აცხადებს, რომ კანონპროექტის იმ სახით პარლამენტში წარდგენა, რა სახითაც იყო შეთავაზებული, სირცხვილია.

„გუშინ რაც იყო შემოთავაზებული, სრულიად მიუღებელი იყო. მასკარადი კი არა, სირცხვილია, როდესაც ასეთი კანონპროექტი საერთოდ გამოდის საქართველოს პარლამენტში. მხარის დაჭერას არ ვაპირებ. თუნდაც იმ სახით, რასაც მე ახლა ვხედავ, არ მიმაჩნია გამართულად და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან სრულად შესაბამისად. თუმცა, ბევრად უფრო დიდი იქნებოდა საფრთხე და მეტი მექნებოდა წინააღმდეგობა, ეს უვადო ჩანაწერი რომ ყოფილიყო“,– განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის: საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში მმართველ გუნდს ცვლილებები შეაქვს. ცვლილებების მიხედვით, მთავრობას უფლებამოსილება ეზრდება და უჩნდება შესაძლებლობა, ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, პარლამენტის გვერდის ავლით დააწესოს. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი მას არაკონსტიტუციურს უწოდებს. დღეს გაირკვა, რომ კანონში შეზღუდვების მოქმედების ვადა დაზუსტდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრმა ოპოზიციის კრიტიკას პოლიტიკური მასკარადი უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S