„ეკლესია არ დგას საზოგადოებაში არსებული სოციალური უკმაყოფილობების მხარეს“

22-05-2020 16:21:09 პოლიტიკა ,საზოგადოება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის თამთა მიქელაძის შეფასებით, განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ ეკლესია საზოგადოებრივ პროტესტში მოქალაქეების გვერდით არ დგას, ამიტომ, მოლოდინი, რომ ეკლესია ქონებას საჯარო ინტერესს მოახმარს და არა პირადს, არ არსებობს.

„ეკლესია ხშირად ამბობს, რომ ქონებას ეროვნული და გრძელვადიანი მიზნებისთვის ისევ ერს დაუბრუნებს, მაგრამ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ეკლესია არ დგას იმ სოციალური უკმაყოფილობების მხარეს, რომელიც საზოგადოებაშია. მაგალითად, ეკლესია ჭიათურელი მუშების გვერდით არ დგას; ეკლესია ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობების გვერდით არ დგას, სადაც გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესია. რეალურად, პროტესტში, სოცილურ მოზრაობებსა თუ უკმაყოფილებაში ეკლესია მოსახლეობის გვერდით არ არის. ეს საკითხი ძალიან მაღალი გავლენების მიუხედავად, პოლიტიკურად ეკლესიის მხრიდან დღის წესრიგში დაყენებულიც კი არაა. ამიტომ, მოლოდინი იმისა, რომ რესურსებს პირადი, კერძო ინტერესებით გამოყენება არ მოჰყვება და საჯარო მიზნებს მოხმარდება, არ გვაქვს. იგივე ძამას ხეობაში რომ ნახოთ, რა მასშტაბის ძალაუფლებასა და გავლენებზეა ლაპარაკი, როდესაც კრიმინალური გზებითაც კი ხდება ადგილობრივების დაშინება და მიწების მითვისება, ჩანს, რომ ეკლესიის ძალაუფლება არ უდრის სამართლიანობას ან სამართლიანობას ყველასთვის და საჯარო მიზნების მსახურებას. მგონი, ეს ბოლო წლებში აშკარად დავინახეთ“,– განაცხადა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საპატრიარქოსთვის ტყის მასივის გადაცემას შესაძლებელს ხდის.

მიტროპოლიტმა გერასიმემ დღეს განაცხადა, რომ საპატრიარქოსთვის გადაცემული ტყე ხალხს შეენახება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები