ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს უპასუხა

22-05-2020 23:49:37 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებას „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა.

„ვნახე მე ეს ინფორმაცია. ჯერ დასადასტურებელია, რომ ნამდვილად გაკეთდა ასეთი განცხადება. მე ვიცნობ პირადად ბატონ არსენ ტოროსიანს, ცოტა მიკვირს მისგან, თუ ეს განცხადება ამ რაკუსით გაკეთდა. მოგეხსნებათ, რომ ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის „არადიპლომატიური“ განცხადება. იმიტომ, რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას დაუდასტურდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეს, მაშინ, ჩვენც და სომხეთიც ვართ ხელმომწერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის. ჩვენ გვქონდა შემთხვევა სომხეთიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის, ან კიდევ სხვა ქვეყნის მოქალაქის, თუმცა თქვენ ეს უნდა აცნობოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და იმ ქვეყანას (ჩვენ ეს გავაკეთეთ შესაბამისი მეზობელი ქვეყნის მიმართ), რომ მან შესაბამისი ეპიდღონისძიებები გაატაროს, როდესაც მის მოქალაქეს უდგენ შენს ქვეყანაში ინფიცირებას. აქედან გამომდინარე, თუ ჰქონდა ეს შემთხვევები ბატონ არსენს ჯანმო-სთვის უნდა ეცნობებინა, ასევე ჩვენთვისაც“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანს ოფიციალური ქართული კოვიდ-სტატისტიკის მიმართ ეჭვები აქვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები