Accentnews.ge
სტოლტენბერგი: “რუსეთი არღვევდა “ღია ცის შესახებ” შეთანხმებას, მათ შორის - საქართველოს საზღვრების სიახლოვეს”

სტოლტენბერგი: “რუსეთი არღვევდა “ღია ცის შესახებ” შეთანხმებას, მათ შორის - საქართველოს საზღვრების სიახლოვეს”

22/05/2020 20:07:15 პოლიტიკა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა დღეს “ღია ცის შესახებ” შეთანხმების ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს. როგორც ალიანსის გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული, “რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, მათ შორის – საქარველოს საზღვრების სიახლოვეს”.

«წლების განმავლობაში მოსკოვი ზღუდავდა ფრენებს, მათ შორის – კალინინგრადის ოლქისა და საქართველოსთან რუსეთის საზღვრების სიახლოვეს მდებარე ტერიტორიების თავზე, რაც წინააღმდეგობაშია შეთანხმების დებულებებთან. რუსეთის მიერ შეთანხმების განგრძობადი შერჩევითი შესრულება ძირს უთხრის “ღია ცის შესახებ” შეთანხმებას. მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის ნატო-ს უმაღლესი რანგის წარმომადგენლების ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაზე ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთს შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებდნენ. აშშ აცხადებდა, რომ რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ახლა კი ამერიკამ, დოკუმენტის დებულებების შესაბამისად, 6 თვეში შეთანხმებიდან გასვლის განზრახვის შესახებ განაცხადა. ამასთანავე შეერთებულმა შტატებმა ამ გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობა არ გამორიცხეს, თუ რუსეთი დოკუმენტის სრულად შესრულებას დაუბრუნდება” – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ნატო-ს ქვეყნები ურთიერთქმედებენ რუსეთთან მის მიერ უმოკლეს ვადებში შეთანხმების შესრულების დასაწყებად

“ჩვენ კვლავინდებურად ღია ვართ რუსეთთან დიალოგისთვის ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში სამხედრო რისკების შემცირებისა და ტრანსპარენტულობის საკითხებზე. ამავდროულად ვაგრძელებთ შეიარაღების კონტროლის, არგავრცელებისა და განიარაღების პრინციპების, როგორც ჩვენი უსაფრთხოების საკვანძო ელემენტების დაცვას, მხარდაჭერასა და მათ შესრულებაზე კონტროლის გაძლიერებას” – ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: აშშ-მა “ღია ცის” შესახებ შეთანხმების დატოვების მიზეზებს შორის სოხუმისა და ცხინვალისკენ ფრენების ბლოკირებაც დაასახელა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S