Accentnews.ge
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

22/05/2020 20:30:24 საზოგადოება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" მოიხსნა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედდა.

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის ჩათვლით იყო ძალაში, შესაბამისად, კომენდანტის საათიც, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა, 23 მაისის დადგომისთანავე აღარ მოქმედებს.

ამასთან, მოიხსნა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაში სამ პირზე მეტის ყოფნის აკრძალვა მხოლოდ ტაქსებისთვის ნარჩუნდება.

იხილეთ ასევე: შეზღუდვები, რომელიც 23 მაისიდან რჩება ძალაში

15 ივლისამდე ქორწილი და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები იკრძალება

მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეზღუდვების შენარჩუნების უფლება 15 ივლისამდე აქვს.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S