
Tiktok-ზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებად აღარ არის გამოყოფილი
22/05/2020 22:58:04 პოლიტიკა
სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე სახელმწიფოებად აღარ არის გამოყოფილი.
ცნობისთვის: „Tiktok“-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებად იყო გამოყოფილი.
TikTok ჩინური სოციალური ქსელია, რომელიც, ძირითადად თინეიჯერებშია პოპულარული. 2019 წელს აპლიკაცია აშშ–ში გადმოწერების რაოდენობით მესამე იყო Facebook-ისა და Instagram-ის შემდეგ. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის არმიაში ჯარისკაცებს აპლიკაციის გამოყენება აეკრძალათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
იხილეთ ასევე: საგარეო უწყება: „ვმუშაობთ, რათა TikTok–მა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეცვალოს“