
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო წუხილს გამოთქვამს, რომ მინისტრის სიტყვებმა «გაუგებრობა და პოლიტიკური სპეკულაციები გამოიწვია”
25/05/2020 07:53:02 საგარეო პოლიტიკა
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მინისტრ ტოროსიანის სიტყვებმა «გაუგებრობა და პოლიტიკური სპეკულაციები გამოიწვია”. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელმა ალინა ნიკოგოსიანმა ქართველი ჟურბალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.
ცნობისთვის: თბილისში “არადიპლომატიური” უწოდეს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებებს კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლის თაობაზე.
«ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ პრობლემების გადაჭრაში ქართველ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობას იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც საზღვრებს არ სცნობს. ჩვენს ურთიერთობებში თანამშრომლობის სულისკვეთება სჭარბობს და არ არსებობს აუცილებლობა, მას ხელოვნური კონკურენციის ელემენტები შევძინოთ. სწორედ ამ ლოგიკის საფუძველზე ვაშენებდით და მომავალშიც ავაშენებთ ჩვენს დარგობრივ თანამშრომლობას» - განაცხადა ალინა ნიკოგოსიანმა.
მწუხარებით აღნიშნა რა, რომ მინისტრის სიტყვებმა «გაუგებრობა და პოლიტიკური სპეკულაციები გამოიწვია”, სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა ასევე, რომ “ყველა მხარეს ეროვნულ დონეზე საკუთარი სისტემა და პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული ტაქტიკა აქვს არსებული პრობლემების საკუთარი ვითარების თავისებურებების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეფექტურად გადაჭრის საბოლოო მიზნით».
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სომხეთში - 452.