Accentnews.ge
„ყველა კონფესიასთან უაღრესად დელიკატური და სწორი კომუნიკაცია გვქონდა“

„ყველა კონფესიასთან უაღრესად დელიკატური და სწორი კომუნიკაცია გვქონდა“

27/05/2020 16:00:06 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას ეპიდემიის პირობებში ყველა კონფესიასთან „უაღრესად დელიკატური და სწორი კომუნიკაცია“ ჰქონდა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებები, პანდემიის პირობებში, ვინ როგორ ჩაატარებდა მსახურებას, ყველა რელიგიამ თავად მიიღო.

„არც ერთ შემთვევაში აქ არანაირი გამონაკლისები არ დაშვებულა. ამ თემასთან დაკავშირებით ყველა იმ ცინიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ქვეყანამ, ყველამ ერთად, ეკლესიამ, ჩვენა მუსლიმმა ძმებმა, ყველა კონფესიამ გავიარეთ მაქსიმალურად კარგად. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ამისთვის პირადად მე მადლობას ვუხდი კონფესიებსაც, მადლობას ვუხდი ჩვენს მოქალაქეებსაც და მეტსაც გეტყვით, ჩვენ ყველამ ერთად მაგალითი მივეცით ბევრ ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას, ჰკითხეს, უხდის თუ არა მადლობას მეუფე იაკობს.

„მეუფე იაკობს მადლობას ვუხდი თუ არა, ეს ჩემი პერსონალური საქმეა“ , - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ასევე: "შეიხი ასადოვი სუს-ში დაიბარეს - საკითხი აღდომასთან დაკავშირებით განცხადებას ეხება"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S