კარასინი: "რუსი ექსპერტების მიღების თანხმობა თბილისს ოფიციალური ხაზით არ გაუმყარებია"

27-05-2020 20:56:25 საგარეო პოლიტიკა

"საჯარო განცხადებები თბილისის მხრიდან ლუგარის კვლევითი ცენტრის მუშაობის გასაცნობად რუსი ექსპერტების მიღების მზადყოფნის შესახებ, ოფიციალური ხაზით არ არის გამყარებული", – ამის შესახებ „ტასს“-თან საუბარში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, რუსეთის წარმომადგენელმა საქართველოსთან მოლაპარაკებების საკითხებში გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„სახელმწიფოებს შორის ყოველთვის არსებობს ოფიციალური მიმოწერა ვერბალური ნოტის, გზავნილის, ან მიმართვის ფორმით, რომლებიც ფორმულირებულია ოფიციალურ ქაღალდებში და ერთი მხრიდან მეორეს გადაეცემა იმის იმედით, რომ გარკვეული რეაქცია იქნება. ჯერჯერობით, ასეთი რეაქცია ჩვენ გზავნილზე ამ დრომდე არ მიგვიღია“ , - განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, მოსკოვმა, ჯერ კიდევ 2019 წელს ოფიციალურად გაგზავნა მოთხოვნა ლუგარის ლაბორატორიის მონახულების შესახებ, მაგრამ ამ დრომდე „ამ მგრძნობიარე საკითხზე, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში ხდება, არ მიუღია“.

„ამიტომ, განვაგრძობთ ამ თემის განხილვას და ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე გაგებით მოეკიდება შეშფოთებას, რომელიც მის მეზობლებს გააჩნია, მათ შორის, რუსეთს“ , - დასძინა კარასინმა.

იხილეთ ასევე: მოსკოვი თბილისისგან ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსში დაშვებას ითხოვს

საქართველოს საგარეო უწყება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის მორიგ ბრალდებებს პასუხობს

გამყრელიძე ზახაროვას ლუგარის ლაბორატორიაში ეპატიჟება: „ჩამოვიდეს, ყველაფერს ვაჩვენებ“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები