ბოკერია – გახარიას: „მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ პარლამენტის პატივისცემა რომ ისწავლოთ?“

29-05-2020 15:56:35 პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციის მისამართით გამოყენებული ტონის გამო გააკრიტიკა.

„დღეს დილიდან პარლამენტის შეურაცხყოფისთვის ახალი ტონი შეარჩიეთ? თქვენთვის დრო არ აქვს, აქ ნუ გამაცდენთ, ამ კითხვებზე პასუხები... – ვინ წაგახალისათ? მაინც და მაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ, გაგლანძღონ, რომ პარლამენტის ცოტა პატივისცემა ისწავლოთ? თქვენ პატივს მათ სცემთ, ვინც გამცირებთ, ეს არის თქვენი კრედო? დრო გჭირდებათ? პანკისში ხონ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ მანქანები დაწვან, შემდეგ ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები, რომ კრიზისი იყოს და ის ოპოზიციას აბრალოთ. ა, დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ ხომ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ, ეგაა თქვენი მსოფლმზედველობა? თქვენ რომ გამცირებდნენ, ეგ არ იქნება პრობლემა... ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესებს ფეხებზე იკიდებს, „კონსტიტუციაც მკიდია და თქვენი მთავრობაო“, იმასთან უნდა "დაუწვეთ" ხო? და ცივილიზებულ ოპოზიციასთან აქ, ტრიბუმნიდან დიდ გულზე უნდა იყოთ სანამ უმრავლესობაში ხართ?! ეგაა რაც თქვენი აზრით ქვეყანას გამოადგება?“,– მიმართა პრემიერს ბოკერიამ.

იხილეთ ასევე: გახარია – ოპოზიციაზე: "ქვეყანა უკეთესს იმსახურებს“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები