კახა ოქრიაშვილი: „თუ „ქართული ოცნება“ არ მთხოვს, „ჩვენ წარგადგენთო“, კარგად იყვნენ“

03-06-2020 21:34:31 პოლიტიკა

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არაა გადაწყვეტილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, თუ „ქართული ოცნების“ სახელით. „ფორმულას“ თანახმად კი ოქრიაშვილს მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გოგი მეშველიანის კანდიდატურით ანაცვლებს.

„ზუსტად არ ვიცი. მე რომ კენჭს ვიყრი, ეგ ვიცი. „ქართული ოცნება“ თუ არ მთხოვს, „ჩვენ წარგადგენთო“, კარგად იყვნენ – კენჭს დამოუკიდებლად ვიყრი. „ქართული ოცნება“ წარმადგენდა თუ არა, მაინც დამოუკიდებელი ვიყავი. იყო საკითხები, როდესაც ჩემს პრინციპულ პოზიციას ვაფიქსირებდი. უმრავლესობის წევრი ვიყავი, მაგრამ არა პარტიული და ამ ჩემს პრინციპულ პოზიციას ნამდვილად ვერ დავკარგავ, მირჩევნია, პარლამენტში არ ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, მოვიგებ.

2003 წელს არჩევნებში გავმარჯვე როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. მაშინ მოვუგე გენპროკურორის მოადგილეს. ამდენად, ეს ყველაფერი ჩემთვის ახალი არ არის“,– განუცხადა „აქცენტს“ კახა ოქრიაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები