Accentnews.ge
იაპონიის საელჩო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იაპონიის საელჩო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

05/06/2020 07:50:48 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში იაპონიის საელჩო აცხადებენ, რომ იაპონია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება.

„იაპონია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვითა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის,“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: კრემლის მორიგი პროპაგანდა: ცხინვალი თბილისს “ბიოტერორიზმში” ადანაშაულებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S