კალაძე – ვარკეთილში მომხდარ დაპირისპირებაზე: „არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებენ“
10/06/2020 10:09:17 პოლიტიკა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ელის, რომ რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება.
„არ ველოდები, რომ გამოძიებას დაიწყებს [პროკურატურა]: იმიტომ, რომ ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, კონკრეტულმა ადამიანმა, ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ ისინი ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო“,-განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება 5 ივნისს მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით აქტივისტებმა პროკურატურას მიმართეს. როგორც აქტივისტებმა განმარტეს, მათ არ აქვს მოლოდინი, რომ კალაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, თუმცა აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საქმე თავიდან აღიძრება.


