Accentnews.ge
კობახიძე  – კონგრესმენების შეფასებაზე: „სამარცხვინოა, რომ ასეთ დოკუმენტში ლობისტების მიერ ჩასმული წინადადება ხვდება“

კობახიძე – კონგრესმენების შეფასებაზე: „სამარცხვინოა, რომ ასეთ დოკუმენტში ლობისტების მიერ ჩასმული წინადადება ხვდება“

11/06/2020 08:51:33 პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, სამარცხვინოა, რომ დოკუმენტებში „ლობისტების მიერ ჩასმული წინადადება ხვდება“. ამის შესახებ კობახიძემ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მონაკვეთი, სადაც საუბარია „ქართული ოცნებასა“ და რუსეთის სახელმწიფოს შორის არსებულ ალიანსზე, წინააღმდეგობაში მოდის დოკუმენტის მთლიან სულისკვეთებასთან, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია.

„საუბარია მაგალითად იმაზე, რომ უპრეცედენტოდ მაღალია თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. მთლიანი სულისკვეთება დოკუმენტის შეესაბამება ერთიანი ხელისუფლების სულისკვეთებას და იქ არის ერთი წინადადება ჩასმული, რომელიც ყველაფერ დანარჩენს ეწინააღმდეგება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ალიანსში რუსეთთან და არის დესტაბილიზაციის წყარო საქართველოში. მაშინ როდესაც ყველამ ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება საქართველოში, რომელსაც არ ჰქონია ომი, რომელსაც არ დაუკარგავს ტერიტორიები და რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე მაღალ დონეზე აიყვანა უსაფრთხოების და სტაბილურობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. აქ ჩანს ლობისტების ხელი. თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვის წინ იყო სკანდალი. IRI-ს ბორდის ვიცე-პრეზიდენტი იღებს ფულს „ნაციონალური მოძრაობისგან“. ეს არის აბსოლუტურად ღია ინფორმაცია. ასეთი კავშირებით სამწუხაროდ ასეთი ტიპის დოკუმენტებში ხვდება ასეთი წინადადებები. ხვდება შიდა წინააღმდეგობები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გულდასაწყვეტი და სამარცხვინო. იყო არაერთი პრეცედენტი მსგავსი ლობისტური საქმიანობის. მაგალითად „იმედის“ კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება შერაცხეს როგორც მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა. ამის მცდელობა იყო ევროსაბჭოში და ასეთი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ლობისტურ საქმიანობას აქვს ვიწრო ლოკალური შედეგი, თუმცა ვერავითარ შემთხვევაში ექნება წარმატების ეფექტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ვერც მათი ლობისტებისთვის. სიმართლე იცის ყველამ, სიმართლე იცის ქართველმა საზოგადოებამ და სიმართლე იცის ამერიკის ხელისუფლებამ. მე შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ რიკერმა, რომელიც არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც არასდროს ყოფილა ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა და ურთიერთობები ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი როგორც არის დღეს. ეს არის მნიშვნელოვანი და არა სადღაც ჩასმული ფრაზები ლობისტური ჩართულობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S