Accentnews.ge
სააკაშვილი ზალკალიანს პასუხობს: "მე შემიძლია, გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე"

სააკაშვილი ზალკალიანს პასუხობს: "მე შემიძლია, გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე"

11/06/2020 12:12:37 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს პასუხობს და აცხადებს, რომ ის უკრაინაში საჯარო მოხელე არ არის და შეუძლია, ნებისმიერ თემაზე გამოხატოს აზრი.

„ამათ უკრაინა ჰგონიათ ისეთივე მონათმფლობელური საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც ცდილობენ საქართველოში. სადაც თურმე ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ყველა თავისი მოქალაქის და პიროვნების გამონათქვამები და დასაჯოს თუ რამე არ მოეწონება.სინამდვილეში იმდენი კომპეტენციაც არ აქვთ საქართველოს საგარეო უწყებაში ესმოდეთ, რომ ჩემი სტატუსი უკრაინაში არ არის საჯარო მოხელის სტატუსი.მე არა ვარ უკრაინის მთავრობის წევრი და არა ვარ ოფიციალური წარმომადგენელი რომელიმე სხვა თანამდებობის პირის... მე ვარ ეროვნული რეფორმათა საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე და ამგვარად შემიძლია გამოვხატო აზრი ნებისმიერ თემაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეს“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, „მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას" და რომ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სააკაშვილის განცხადებების გამო განმარტებები უკრაინის ელჩისგან მოითხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S