Accentnews.ge
ბურჯანაძე – პუტინის და ივანიშვილის მოკავშირეობაზე: „ცუდი მოკავშირე შეურჩევიათ“

ბურჯანაძე – პუტინის და ივანიშვილის მოკავშირეობაზე: „ცუდი მოკავშირე შეურჩევიათ“

11/06/2020 17:57:46 პოლიტიკა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, თუ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მოკავშირეები არიან, რუსეთს ცუდი არჩევანი გაუკეთებია. ამის შესახებ მან ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშის ივანიშვილთან დაკავშირებული მონაკვეთის შეფასებისას განაცხადა.

„თუ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის და რუსეთის მოკავშირე, ცუდი მოკავშირე შეურჩევიათ [...]. მოკავშრე არავისი უნდა იყო, პირველ რიგში, შენი ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყო, მაგრამ თუ რუსეთი თვლიდა, რომ ივანიშვილი რაღაცნაირად დაალაგებდა რუსეთთან ურთიერთობას, ძალიან შემცდარა: ადამიანი, რომელიც ჩუმდება, როდესაც რუსეთს ქვეყნის შიგნით ე.წ. საზღვარი გადმოაქვს და ამაზე ხმას არ იღებს, შენც ვერ გაგიკეთებს იმ საქმეს, რასაც ურთიერთობების დალაგება ჰქვია“,– განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S