Accentnews.ge
ოხანაშვილი  – ზახაროვას განცხადებაზე: „ოკუპანტი ოკუპანტად რჩება“

ოხანაშვილი  – ზახაროვას განცხადებაზე: „ოკუპანტი ოკუპანტად რჩება“

11/06/2020 18:59:50 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფორმები განსაზღვრულია საერთაშორისო დონეზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და სხვა ფორმატები არ განიხილება.

„ოკუპანტი ოკუპანტად რჩება. შესაბამისად, ფორმატი არსებობს ის, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. სხვა ფორმატები არ განიხილება. ოკუპანტი რჩება ოკუპანტად და ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეაქციები“, – აღნიშნა ოხანაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას.

ცნობისთვის: .მოსკოვმა თბილისს ნიგერიიდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, ეს მსგავსი სახის ურთიერთქმედების ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S