Accentnews.ge
ზალკალიანი გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა

ზალკალიანი გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ელჩებს შეხვდა

17/06/2020 17:10:23 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე ბენჯამინ ლაკოკი მიიღო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თემატიკა, მათ შორის ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისა და კოორდინაციის აუცილებლობას და გამოიხატა მადლიერება პარტნიორების მხრიდან საქართველოსათვის აღმოჩენილი დახმარების გამო.

აღინიშნა, რომ პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული პოზიტიური ვითარების გათვალისწინებით, ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, მოქალაქეთა მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საგნობრივი საუბარი საზღვრების გახსნის კონკრეტული ვადების განსაზღვრის მიზნით.

საგარეო პოლიტიკური უწყების თანახმად, საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს.

რელიზში არაა მითითებული, იყო თუ არა საუბარი შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S