Accentnews.ge
ბურჯანაძე – კობახიძეზე: „ვიცნობდი, როგორც ჩემი პარტიის გულშემატკივარს“

ბურჯანაძე – კობახიძეზე: „ვიცნობდი, როგორც ჩემი პარტიის გულშემატკივარს“

18/06/2020 14:19:50 პოლიტიკა

„ერთიანი საქართველო–დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრაბლესობის ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის მის პარტიასთან თანამშრომლობა გაიხსენა.

„ის [კობახიძე] აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენს პარტიასთან მინიმუმ, 2014 წლამდე. როგორ შეიძლება, მას ეს ახსოვდეს. ის ძალია შეიცვალა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა და ძალიან სამწუხაროა. როცა მას ვიცნობდი, როგორც გია კობახიძის შვილს, ჩემი პარტიის გულშემატკივარს და ჩემს პარტიასთან გარკვეულ თანამშრომლობაში მყოფ ადამიანს, ძალიან კარგად აღზრდილი, მოკრძალებული ახალგაზრდა იყო, რომელიც ზედმეტ სიტყვას არ იტყოდა ხოლმე, როდესაც ჩვენთან პარტიაში მოდიოდა. ის ახლა რადიკალურადაა შეცვლილი. ეს ადამიანურად დიკომფორტს ქმნის, მაგრამ მეორეს მხრივ – სახლმწიფოებრივადაა სამწუხარო, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, მმართველი პარტიის ერთ–ერთი სახე და ივანიშვილის „რუპორი“ ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს“,– განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: კობახიძემ ოპოზიცია რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

იხილეთ ასევე: ბურჯანაძე – ივანიშვილს: „თქვით, რომ რუსეთი გებრძვით და გიგეგმვთ ჟურნალისტის მკვლელობას“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S