
ხანგოშვილის მკვლელობის გამო მერკელი რუსეთს საპასუხო ზომებით ემუქრება: "ვიტოვებთ უფლებას, მოვახდინოთ რეაგირება"
19/06/2020 16:20:53 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთს საპასუხო ზომებით ემუქრება, – იუწყება გერმანული მედია.
"ვიტოვებთ უფლებას, მოვახდინოთ რეაგირება", – განაცხადა მერკელმა ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო–კონფერენციის დროს.
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით იქნა ლიკვიდირებული.
იხილეთ ასევე: ზურაბ ხანგოშვილი: „ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!“