
სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რუს დეპუტატებს გაბუნიას დასჯის ხერხი შესთავაზა
23/06/2020 11:26:30 საგარეო პოლიტიკა
სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შერინმა რუს დეპუტატებს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასჯის ხერხი შესთავაზა
"არსებობს ხელისუფლების წარმომადგენლის შურაცხყოფის შესახებ მუხლი. ის უნდა იქნას გამოყენებული. აღვძრათ სისხლის სამართლის საქმე და გამოვითხოვოთ ეს პიროვნება", - შესთავაზა დეპუტატებს შერინმა პრეზიდენტ პუტინის მისამართით ჟურნალისტ გაბუნიას განმეორებითი უცენზურო მიმართვის შემთხვევაზე საუბრისას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "გაბუნია მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავდა, თორემ ქართველი ხალხის უმრავლესობას რუსეთის მიმართ ძალზე დადებითი განწყობა აქვს, მით უფრო, რომ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოს ინტერესებშიც შედის".
"ყველამ ვიცით, რომ რუსეთთან ურთიერთობა უპირველესად, თავად საქართველოს სჭირდება, რომელსაც ტურიზმის სფეროში შემოსავლების უმრავლესობა სწორედ რუსეთის მოქალაქეებისგან შესდის. გაბუნიას გამოხტომები არ ალამაზებს არც ქართულ ჟურნალისტიკას, არც ქვეყნის ხელისუფლებას, ამდენად, მსგავსი მოქმედება უნდა აღიკვეთოს. თუ ეს საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია, მაშინ რუსეთის კანონმდებლობა უნდა გამოვიყენოთ", - დასძინა მან.
იხილეთ ასევე: გაბუნიამ პუტინს კვლავ მიმართა