
"ვიმედოვნებ, საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს 142 ხმა ექნება"
23/06/2020 12:56:09 საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების ფაქტს მიესალმება.
"ვწუხვარ, ვიწრო ზღვარზე და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს, მესამე საბოლოო მოსმენაზე“, – წერს კარლ ჰარცელი სოციალურ ქელში.
დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.