Accentnews.ge
კობახიძე – ბესელიაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ქომაგი გახდა“

კობახიძე – ბესელიაზე: „ნაციონალური მოძრაობის“ ქომაგი გახდა“

24/06/2020 09:21:42 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უკვე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის გიორგი რურუასი და გიგი უგულავასი.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს გამოეხმაურა, რომელიც სასამართლო სისტემაში მომდინარე პროცესების შეფასებას ეხება.

კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი არის სპეკულაციური.

„ბესელია უკვე გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების და ზოგადად, იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან. აქედან გამომდინარე, მისგან არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება”, – განაცხადა კობახიძემ.

დადგენილების პროექტი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილეს, დღეს პროექტზე კენჭისყრა ჩატარდება.

ბესელია აცხადებს, რომ ამ მოწვევის პარლამენტს უკანასკნელი შანსი აქვს, სასამართლო კლანისგან გაათავისუფლოს. ის ოპოზიციას პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, მმართველი გუნდის მხარდაერის იმედი კი არ აქვს.

ცნობისთვის: „კლანის“ ერთ–ერთ გამარჯვებად შეფასდა უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების გამწესებაც. პროცესთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშნვები გამოთქვეს საერთაშორისო პარტნიორებმაც.

იხილეთ ასევე: მართლმსაჯულება პოლიციის ალყაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S