რურუა „ოცნებას“ ურჩევს, ევროპარლამენტში წერილი გაბუნიას დასაცავად გააგზავნოს
25/06/2020 11:57:15 პოლიტიკა
„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამენტში, „ვიდრე მოგონილი ბრალდებები“. განცხადება რურუამ სასამართლო სხდომის დაწყებისას გააკეთა.
"მინდა, გამოვეხმაურო სრულიად ამაზრზენ წერილს, რომელიც ევროპარლამენტში იყო გაგზავნილი ბატონი კუჭავას მიერ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას ,რომ ამ წერილით უნდოდათ რაღაცნაირად გადაფარონ ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე მიყენებს და რაც სრულიად აბსურდულია. მე ვურჩევდი "ოცნებას" , რომ ჯობია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამენტში, ვიდრე რაღაც მოგონილი და აბსურდული ბარლდებები, რაზეც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ ნებისმიერ ბრალდებას გავცე პასუხი. ის ტყუილები, რაც წერილში იყო მოყვანილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისის შემდეგ, ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, რომ დაგიჭერენო. ელენე ხოშტარიასთანაც მქონდა ლაპარაკი... ვგრძნობდი ყოველდღე და ჩემი მეგობრები მაფრთხილებდნენ- ფრთხილად იყავი დაგიჭერენო", - განაცხადა გიორგი რურუამ.
იხილეთ ასევე: „რა მკვლელობაც კი საქართველოში მომხდარა, ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ წერილში რურუასთვისაა დაბრალებული“


