Accentnews.ge
ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე პოლიციამ იძალადა

ადვოკატის თქმით, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე პოლიციამ იძალადა

26/06/2020 11:51:10 სამართალი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიციამ იძალადა. ამის შესახებ მან დიღმის პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განცხადა.

"ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა პოლიციელებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მოხვდა [ხელი] თავში, მოხვდა ზურგში... მშობელიც ამას ადასტურებს", - თქვა ადვოკატმა. ანალოგიური კომენტარი გააკეთა დაკაცებულის მამამ.

„ჩემს შვილს პოლიციელმა უთხრა, შეიძლება ვერ გატკინო, მაგრამ სულს გაგიმწარებო...პოლიციელებმა უთხრეს, გიორგი შაქარაშვილს ხომ შორტები ეცვაო, ჩემმა შვილმა უთხრა, არ ვიცი, არ დამინახავსო. როგორ არ დაგინახავს, უნდა დაგენახაო და ჩაარტყა".

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

26 ივნისს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. მათ ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ნაწილს კი ძალადობაში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S