
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
26/06/2020 12:40:49 სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობას იძიებს.
გამოძიება სს კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს.
"ჩვენი გამომძიებელი უკვე შეხვდა არასრუწლოვანს და გაესაუბრა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მე-3 ნაწილით და 335 მუხლებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს", – განუცხადეს "აქცენტს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიციამ იძალადა.
"ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა პოლიციელებისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მოხვდა [ხელი] თავში, მოხვდა ზურგში... მშობელიც ამას ადასტურებს", - განაცხადა ადვოკატმა. ანალოგიური კომენტარი გააკეთა დაკაცებულის მამამ.
26 ივნისს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. მათ ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ნაწილს კი ძალადობაში.
რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე
შსს: დაკავებულებს შორის შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მონაწილე გამოკვეთილია
19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.