„მაკო გომურის სახელს არ ვიყენებ და ეს არის მორალური სხვაობა ჩემსა და თქვენს შორის“
26/06/2020 13:34:42 პოლიტიკა
პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ გასული წლის 20 ივნისს დაშავებულებზე "უფრო მეტად" არ წუხს.
"თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს ასე, თქვენ რომ ასახელებთ 100-ჯერ არ ვიყენებ და აი, ეს არის მორალური სხვაობა ჩემსა და თქვენს შორის და ეს კარგად დაიმახსოვრეთ", - თქვა გახარიამ პარლამენტში, სადაც ანგარიშს წარადგენს.
დამაზუსტებელი შეკითხვის დასმისას „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერს უპასუხა, რომ მათ შორის გონებრივ შესაძლებლობებშიც არის სხვაობა.
„რაც შეეხება მორალს 20 ივნისის ამბებზე შემდეგ გამოსვლაში მოგახსენებთ და ჩვენთვის ბოდიშის მოხდას გაიძულებთ. ისე მინდა გითხრათ, რომ მარტო მორალში არა, გონებრივ შესაძლებლობებშიც განსხვავებაა ჩვენს შორის“,-მიმართა ბოკერიამ პრემიერს.
იხილეთ ასევე: გახარია – გავრილოვის ვიზიტზე: "ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა და შესაძლოა, დანაშაულიც“


