Accentnews.ge
გახარია – შაქარაშვილის საქმეზე:„მწარე გამოცდილება გვაქვს“

გახარია – შაქარაშვილის საქმეზე:„მწარე გამოცდილება გვაქვს“

26/06/2020 14:05:41 სამართალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ შეკითხვას უპასუხა.

„ცხელი თემაა. იცით, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა 17 ეჭვმიტანილი... ჯერჯერობით ადრეა ამაზე ლაპარაკი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, გამოძიებას აქვს 35 თუ 40 დღე ახლა, რომ სწრაფი, ინტენსიური გამოძიება აწარმოოს. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი კითხვები აქ არ დარჩება, არ დავტოვებთ. მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ“.

26 ივნისს, დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. მათ ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ნაწილს კი ძალადობაში. დაკავებულთაგან მხოლოდ ერთი პირია არასრულწლოვანი.

რა მოხდა 18 ივნისს: შსს ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

შსს: დაკავებულებს შორის შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მონაწილე გამოკვეთილია

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტი მოხდა. 19 ივნისს შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. 4–დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S