
სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა
01/07/2020 08:28:09 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას განცხადება დააკმაყოფილა. შენგელიას განცხადებით, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა დაავალა.
ცნობისთვის: ბაჩანა შენგელიას 19 ივნისს სანოტარო საქმიანობა შეუზღუდეს. მან პროკურატურას მიმართა, საქმით დაინტერესდეს.
საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ შენგელიამ ნეიტრალურობის წესი დაარღვია.