Accentnews.ge
ფადი ასლი: „ამერიკა ამბობს, რომ საქართველოში კორუფციაა“

ფადი ასლი: „ამერიკა ამბობს, რომ საქართველოში კორუფციაა“

07/07/2020 13:35:59 პოლიტიკა

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის დახმარების 15%–ს იქამდე არ გასცემს, სანამ ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს.

ასლის დაკვირვებით, გადაწყვეტილება გაფრთხილებაა, საქართველოს კი მსგავსი გაფრთხილება 2004 წლის შემდეგ აშშ–ისგან არ მიუღია.

„ეს არის გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან თქვენ იცით, რომ 15% დაახლოებით, 20 მილიონია, რაც არ არის დიდი თანხა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამერიკა ამბობს: „არის კორუფცია, სასამართლო არ მუშაობს და ბიზნესები ვიწროვდება“. ეს ამერიკას აღარ უთქვამს 2004 წლის შემდეგ და უკან დავბრუნდით. საქართველოს მთავრობამ ეს უნდა მიიღოს სერიოზულად, შესაძლებელია, რომ დაწესდეს სანქციებიც“, - განაცხდა ფადი ასლიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S