Accentnews.ge
საქართველო ხუთი სახელმწიფოსთვის საზღვარს უპირობოდ ხსნის

საქართველო ხუთი სახელმწიფოსთვის საზღვარს უპირობოდ ხსნის

08/07/2020 06:57:53 პოლიტიკა

საქართველო ხუთი სახელმწიფოსთვის საზღვარს უპირობოდ ხსნის. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. განცხადება ამის შესახებ მთავრობის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

„რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილების მიღწებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები გაუხსნა მათ შორის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ ქვეყნებსაც.

ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და ამ ინფორმაციაში იქნება გათვალისწინებული, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია“,– განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს სახმელეთო საზღვრებს, მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგომ სამშობლოში დაბრუნებისას მათ სავალდებულო 14–დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

აღნიშნულ ქვეყნებთან რეგურალური რეისების აღდგენის მიზნით წარმოებს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან:

„ლუფთჰანზასთან" უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ აგვისტოში კვირაში ორი რეისი განხორციელდება“.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S