Accentnews.ge
საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება

საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება

08/07/2020 07:21:56 ეკონომიკა

საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება,– განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით.

საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ–19–ზე პისიარ–ტესტი ან გაიარონ 14–დღიანი სავალდებულო კარანტინი საკუთარი სახსრებით და ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრ იმ ხუთი სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომელთაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა“,– განაცხადა ჩიქოვანმა.

იხილეთ ასევე: საქართველო ხუთი სახელმწიფოსთვის საზღვარს უპირობოდ ხსნის

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S