Accentnews.ge
ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთვის საზღვრებს ჯერ არ ხსნიან

ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთვის საზღვრებს ჯერ არ ხსნიან

08/07/2020 07:30:45 ეკონომიკა

მიუხედავად ევროკავშიის მიერ საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭებისა, ამ ეტაპზე 11 ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს არ ხსნის. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.

„უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს შევთანხმდით, რომ შევქმნით სპეციალურ კომისიას, რომელიც მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე იმუშავებს“,– განაცხადა მთავრობის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება იტალიას, კვიპროსს, ისლანდიასა და სლოვენიას, ჩიქოვანის თქმით, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის მზაობა გამოთქვეს კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის, ამ ქვეყანაში ჩასულმა პირებმა 14–დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც დღეს გახდა ცნობილი, ქვეყანა საზღვრის საჰაერო გზით შემოსვლის უფლებას უპირობოდ აძლევს მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს. მათ მხოლოდ სპეციალური ბლანკი უნდა შეავსონ, რომელიც მთავრობის ვებ–გვერდზე განთავსდება.

ამასთან, როგორც დღეს განიმარტა, საქართველოში საქმიანი ვიზიტით შემოსვლის უფლება აქვს ქვეყან ქვეყნის მოქალაქეს გარკვეული დათქმებით.

„ევროკავშირის რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ 2 კვირაში გადაიხედება და განახლდება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“,– დასძინა ჩიქოვანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S