სუს–ი: "ფიქრის საფუძველი არ გვაქვს, რომ შეიძლება, სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში“

10-07-2020 16:22:49 პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ სადღეისოდ პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს და „იმის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს, რომ შეიძლება, სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში“.

„არჩევნებში რომელიმე სახელწიფოს ჩარევის რეალური ნიშნები დღეს არ არსებობს. იგივე ინფორმაცია ყოველი არჩევნების წინ შეიძლება გაჟღერდეს. იგივე პრობლემა ევროპაშიც არსებობდა 2019 წელს, თითქოს, შეიძლება რაღაც ჩარევები ყოფილიყო. დღეს პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის ინფორმაცია, ამის ფიქრის საფუძველი არ გვაქვს, რომ დღეს შეიძლება სხვა სახელმწიფო ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა​​.

იხილეთ ასევე: აშშ–ის ელჩი – რუსეთზე: „საქართველო აშკარა სამიზნეა“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები